საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის პოზიცია ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

19 დეკემბერი 2013

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  შეშფოთებული ვარ  საქართველოში მიმდინარე არასამართლიანი მოვლენების გამო.

17 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოებამ   ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ–მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ  განხორციელებული არაადამიანური ზეწოლის შესახებ შოკისმომგვრელი განცხადება მოისმინა. რომელიც უკავშირდება ახალ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე  დიმიტრი დარბაისელს.

ჩემთვის, ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარისთვის,  ყველაზე შემზარავი ფაქტი, რაც მე მოვისმინე,  იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენის თავმჯდომარე  დიმიტრი დარბაისელის მიერ,  ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება. რაც ადასტურებს ჩემს ეჭვებს,  რომ  ხელისუფლებამ გადაწყვიტა ადვოკატებს გაგვისწორდნენ  ადეიშვილის მეთოდებით. გოგა ონიანის განცხადებით,  როდესაც მან გააპროტესტა ადვოკატების ჩხრეკვა და ღირსების შემლახველი მოპყრობა საპატიმრო დაწესებულებებში.  მას პირადად სთხოვა დიმიტრი დარბაისელმა  არ გაეხმაურებინა აღნიშნული  ფაქტი. როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე   მატროსოვის  საპატიმრო დაწესებულებაში  პირადად  შევესწარი გოგა ონიანის მიმართ განხორციელებულ ღირსებისშემლახველი მოპყრობის ფაქტს  და გავაკეთე განცხადება, რომ  მინისტრს არ შევარჩენდი არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადვოკატებთან მიმართებაში. როგორც ჩანს, დიმიტრი დარბაისელმა  ბოღმა  ჩაიდო გულში  ადვოკატ გოგა ონიანთან მიმართებაში რასაც ვერ მალავს. ადვოკატ გოგა ონიანთან მიმართებაში შესაძლო პროვოკაციების არსებობის შემთხვევაში, მე, ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას დავაკისრებ დღევანდელ ხელისუფლებას.

საქართველოს  ნებისმიერ  მოქალაქეზე   არაადამიანური მეთოდებით  ზეწოლა, ეს იქნება  მერაბიშვილი  თუ ნებისმიერი მოქალაქე,   თავისთავად საშინელი ფაქტია, რაზეც  ეფექტური გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, ისმის კითხვა, არის კი საქართველოში ორგანო რომელიც  ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას.

სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გამოვიტანეთ სწორი დასკვნები სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდიდან. როდესაც პარლამენტში იხილებოდა   ,,პროკურატურის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილება   და იუსტიციის სამინისტროს  მაგივრად  პროკურატურას ენიჭებოდა უფლება გამოეძიებინა პროკურორის მხრიდან ჩადენილი დანაშაული,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გარდა  არავის გაუპროტესტებია ეს ფეოდალური ცვლილება.  ვერავის ვერ გავაგებინე,  რომ ეს დაგვაბრუნებდა ფეოდალიზმის ეპოქაში. გავიდა დრო და საჭიროება მოითხოვს  ჩატარდეს ეფექტური გამოძიება  მთავარი პროკურორის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის გამო. პროკურატურის მოქმედი კანონიდან  გამომდინარე,   მთავარი პროკურორის მხრიდან  შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე,  საქმე მისმა ქვეშევრდომებმა   უნდა  გამოიძიონ.   ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის საჩივარზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო გამოიტანს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის დროს აპელირებდა საქმეზე გირგვლიანი-საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მითითებულია, რომ  არ  შეიძლება  იმავე უწყებამ გამოიძიოს საქმე,  თუ პიროვნება იგივე უწყების თანამშრომელია.  ჩვენს შემთხვევაში,  მთავარი პროკურორის საქმე უნდა გამოიძიოს  მისადმი  დაქვემდებარებულმა უწყებამ, რაც  არის  ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის უხეში დარღვევა.  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველ გუნდს დაავიწყდა წინასაარჩევნო დაპირებები. სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი გარემოს შექმნის წინასაარჩევნო დაპირებები არის საზოგადოების  შეცდომაში შეყვანა.    მმართველმა გუნდმა რანაირად უნდა აუხსნას სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მთავარი პროკურორის წინააღმდეგ საქმეს  გამოიძიებენ მთავარი პროკურორის ქვეშევრდომები და როგორ უნდა დაგვარწმუნონ  იმაში, რომ ჩატარდება ეფექტური გამოძიება?

უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ვერ ვიმსჯელებთ რამდენად სწორია ივანე მირაბიშვილის განცხადება, მაგრამ რომ გადავხედოთ არც თუ შორეული წარსულს დავრწმუნდებით, რომ მერაბიშვილის განცხადება არც ისე უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო.

5 თვის უკან,  ოთარ ფარცხალაძის  უწყებამ არაფრად ჩააგდო ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი და  მერიის   ათეულობით  ჩინოვნიკს,  რომლებიც დაბარებულნი იყვნენ  მოწმის სტატუსით, ხელზე  დადო ბორკილები და უდანაშაულო პირები დააკავა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ უკანონო დაკავება ისჯება ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის  უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ვინაიდან მოხდა მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ  მათი უკანონო გადაადგილება, სამართალდამცავი ორგანოს  მუშაკების მხრიდან ჩადენილია საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის    143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების უკანონო აღკვეთა  ორი ან მეტი პირის მიმართ, რომელიც ისჯება თავისუფლების შვიდიდან ათ წლამდე აღკვეთით.  ასევე სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

ოთარ ფარცხალაძის აღნიშნული საგმირო საქმე მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ ტელევიზიის საშუალებით იხილა, მაგრამ როგორც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად ხდება, ასეთ პირებს  აწინაურებენ. ოთარ ფარცხალაძე  ნაცვლად იმისა, რომ მინიმუმ გაეთავიუსფლებინათ, დააწინაურეს და მთავარ პროკურორად დაგვინიშნეს.  გავიხსენოთ თუნდაც რევაზ დვალიშვილის საქმე, რომელმაც მოიგო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე 3 მუხლით (წამება, არადამიანური მოპყრობა), მაგრამ რევაზ დვალიშვილის განცხადებით,  მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მწამებელი რევაზ ქობულია დანიშნა წყალტუბოს პოლიციის სამმართვლოს უფროსად. აღნიშნულის  შემდეგ, ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი დააწინაურა და დანიშნა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე.  მე, პირადად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი ბიძინა ივანიშვილისგან ასეთ საქციელს სამოქალაქო საზოგადოებასთან   მიმართებაში.

ვინაიდან, ოთარ ფარცხალაძეს მერიის ჩინოვნიკების  უკანონო დაკავება  დიდსულოვნად შეუნდეს და შემდეგ დააწინაურეს, მას როგორც  სხვა ჩინოვნიკებს ალბათ გაუჩნდათ დაუსჯელობის სინდრომი. პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ღია წერილით რამოდენიმეჯერ მოვთხოვე  მოწმედ დაბარებულ მოქალაქეებზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტების გამოძიება,  მაგრამ განცხადება არავინ გააკეთა. პრემიერ–მინისტრთან მისულმა ჟურნლისტებმა და ექსპერტებმა კი უსიამოვნო ფაქტი არ შეახსენეს პრემიერ ივანიშვილს,   რომელიც მათ სთხოვდა–ფატებით მელაპარაკეთ ფაქტებითო.

დროა, სამოქალაქო საზოგადოება გამოფხიზლდეს და კრიტიკულად შევხედოთ  ახალი ხელისუფლების მხრიდან განხორცილებული ძალადობის ფაქტებს. ნათელია, დღევანდელ ხელისუფლებას იმიტომ არ უნდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი ფატების გამოძიება, რომ თვითონაც იგივე მეთოდებით დაიწყო სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა.

 სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით, სამოქალაქო სექტორში გადმონაცვლებული ივანიშივილი, ალბათ არც ეხლა გააკეთებს განცხადებას. როგორც ეს მოხდა  სამოქალაქო საზოგადების თავზე მოხვეული ჩინოვნიკების ჯიპების სკანდალთან დაკავშირებით. ჩვენ კი ველოდოთ  ქართული ოცნების დაპირებების ასრულებას, რომელიც ოცნებად რჩება, მაგრამ თუ გადავხედავთ  ივანიშვილის მიერ სამოქალაქო საზოგადოებას თავს მოხვეული ჩინოვნიკების ცხოვრებას შეგვიძლია ვთქვათ,  მათ აიხდინეს ქართული ოცნება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი